"ნაციონალური მოძრაობის" ბოიკოტი ბათუმის საკრებულოში
ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი 284 მილიონ 950 ათასი ლარით განისაზღვრა. ფინანსურ დოკუმენტს მხარი 19 დეპუტატმა დაუჭირა, ორი წინააღმდეგ წავიდა. 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით პრიორიტეტია ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ავარიული სახლების ჩანაცვლება. სხდომას არ დასწრებია "ნაციონალური მოძრაობა" . ისინი ბოიკოტის რეჟიმში გადავიდნენ . პროტესტის მიზეზი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. დაანონსდა ქუჩის აქციებიც. "ქართულ ოცნებაში" "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლო უწოდეს.
