საქართველოში საშუალო ხელფასი გაიზარდა
2022 წლის მესამე კვარტალში საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა ათას 595 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.5%-ით, მეტია. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსხაური აქვეყენებს, საიდანაც ასევე ირკვევა, რომ ხელფასების ზრდა ყველა სექტორში აღირიცხა.
