სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისი მკურნალობის პროცესზე პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან ისაუბრა
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ პატიმრის და მისი მეგობრების ინტერესი სახელმწიფოს ინტერესს არ ემთხვევა - რატომ? განმარტება პარლამენტის თავმჯდომარემ თავად გააკეთა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ინტერესია სააკაშვილის გამოჯანმრთელება და საპატიმროში სასჯელის მოხდა, სააკაშვილისა და მისი მეგობრების ინტერესი კი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება.
