რომან რურუას საიუბილეო საღამო გაიმართა
რუსთაველის თეატრში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ლეგენდარული ქართველი მოჭიდავის რომან რურუას საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიებას მინისტრი თეა წულუკიანი და სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები დაესწრნენ. რურუამ მცხეთაში საკუთარი სახლი და მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა, სადაც, სამინისტროს გადაწყვეტილებით, რომან რურუასა და გივი კარტოზიას სახელობის ეროვნული მუზეუმი მოეწყობა.
