პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის 2022 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის 2022 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ტრადიციული დაჯილდოება წელს მეხუთედ გაიმართა და ხუთი ძირითადი საკონკურსო კატეგორიის გარდა, სპეციალური პრიზები პარლამენტმა და პროფესიული უნარების სააგენტომაც დააწესა.
