ვითარება უკრაინაში
რუსები იერიშის მომდევნო ტალღის დაწყებას, სავარაუდოდ, თებერვალში გეგმავენ, 296-დღიანი რუსული აგრესიის შესახებ სამომავლო პროგნოზს უკრაინის თავდაცვის მინისტრი აკეთებს. ოლექსი რეზნიკოვის თქმით, რუსეთში მობილიზებული 300 ათასი რეზერვისტიდან ნახევარი, მინიმალური წვრთნის შემდეგ, მოსკოვის მიერ ბრძოლის ველზე განცდილი წარუმატებლობების შედეგად, ძალების გასამყარებლად გამოიყენება, ხოლო მეორე ნახევარი უფრო საფუძვლიან წვრთნას გადის სამომავლო საიერიშო მოქმედებებისთვის. რუსული აგრესიის მოსაგერიებლად კიევი დასავლეთს დახმარების გააქტიურებისკენ მოუწოდებს.
