სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტში მორიგი კონსულტაცია დღეს გაიმართება
სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტში მორიგი კონსულტაცია, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ შექმნილი ვითარების ფონზე კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობა ეჭვქვეშ დგება, მმართველ პარტიაში კი იმედს გამოთქვამენ, რომ ოპოზიციასთან ერთად საერთო აზრზე შეთანხმდებიან.
