მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კლინიკა "ვივამედის" დირექტორმა ისაუბრა
გადაცემა "იმედი ლაივში" ნინო ნადირაძემ აღნიშნა, რომ ექიმებისა და სააკაშვილის მომხრეების ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. მისივე განცხადებით, პაციენტის კლინიკაში მოთავსების დღიდან "ვივამედის" პერსონალზე გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ზემოქმედებას ცდილობენ.
