პარლამენტმა საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
სახელმწიფო ბიუჯეტი დამტკიცებულია. მთავარ საფინანსო დოკუმენტში, პრიორიტეტად სოციალური პროექტები რჩება, იზრდება ხელფასები და პენსიები. ასევე მოსალოდნელია ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება. ის რომ პრიორიტეტად სოციალური მიმართულება რჩება, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შედეგია. მთავარი ფინანსური დოკუმენტის საბოლოო ვერსიას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიციას ბიუჯეტი არ მოსწონს. გიორგი აბაზაძე გიამბობთ.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
