მიქსერმა საკუთარ ანგარიშს მხარი არ დაუჭირა
ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელსაც მხარი ანგარიშის ავტორმა და მომხსენებელმა არ დაუჭირა. სანქციების შესახებ შესწორებებს კი, ხმა წინააღმდეგ მისცა. სვენ მიქსერმა საკუთარი გადაწყვეტილება განმარტა და თქვა, რომ ზოგიერთმა ცვლილებამ, ტექსტის საბოლოო ვარიანტში , ბალანსის პრინციპი დაარღვია. ამ განმარტების მიუხედავად, ქართულ ოპოზიციაში თქვეს, რომ სვენ მიქსერს, რომელიც ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელია, საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაფუჭება არ უნდა. მათი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია იმ შენიშვნების გათვალისწინება, რომელიც რეზოლუციაში ჩაიწერა. მმართველი გუნდისთვის კი, დოკუმენტს, რომელსაც ავტორმა მხარი არ დაუჭირა, ფასი არ აქვს
