აზერბაიჯანის პრემიერი საქართველოში ვიზიტს ეხმაურება
რეგიონული სტაბილურობა, ეკონომიკური თანამშრომლობა და ენერგოუსაფრთხოება- ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილა. გაიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა. მხარეებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე დოკუმენტს, მათ შორის, „ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და აზერბაიჯანის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს შორის“. აზერბაიჯანის პრემიერ მინსიტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობამ სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია და ურთიერთობები ყველა სფეროში ვითარდება. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და, რაც მთავარია, მეგობრობა – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. კომისიის სხდომამდე ორი ქვეყნის პრემიერ- მინისტრს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა
