სააკაშვილმა შიმშილობა სამ საათში შეწყვიტა
შიმშილობის ყველაზე ხანმოკლე ეპიზოდი. სააკაშვილმა გადაწყვეტილება სამ საათში შეცვალა და ევროპარლამენტარებს დააბრალა. მანამდე კი სასამართლო პროცესზე ჩართვა დისტანციურად მოითხოვა. ტექნიკური მიზეზით ნათქვამი უარი კი პროტესტის ამ ფორმის კიდევ ერთხელ დასაანონსებლად გამოიყენა. სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა გადაიდო. მსჯავრდებული დაკავების დღიდან ამ დრომდე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გადაცემას მოითხოვს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
