ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის“ ფარგლებში გასვლითი შეხვედრა გაიმართა
შეხვედრას „ჯეოქეისის“ მრჩეველი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს გენ-შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე და დიპლომატი, დავით კაპანაძე გაუძღვნენ, რომლებმაც პროექტისა და პროექტის ფარგლებში შექმნილი „ეროვნული თანხმობის დეკლარაციის“ მიზნებზე ისაუბრეს.
