სააკაშვილიის სასამართლო
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს, – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. ადვოკატმა, კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი დღეს მოინახულა. „ის, რაც დღეს მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, როდესაც სააკაშვილი არათუ მოიყვანეს, არც კი ჩართეს, ეს არ გაუკეთებია სტალინს. პროტესტის ნიშნად, სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა“, – აღნიშნავს ადვოკატი.
