ინფრასტრუქტურული პროექტები
2022 წლის განმავლობაში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტებში 37 მილიონი ლარის 400-მდე პროექტი განხორციელდა, მათ შორის ბაღების რეაბილიტაცია, კულტურის და ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები, მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალმომარაგების სისტემებს. დასრულებულ სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად გაეცნო.
