ვითარება უკრაინაში
უკრაინაში საჰაერო განგაში გაუქმებულია. დილით რუსულმა არმიამ კამიკაძე დრონებით კიევის, ჟიტომირისა და ვინიცის ოლქებს შეუტია. ოფიციალური კიევის მტკიცებით, თავდასხმა უკრაინის თავდაცვითმა სისტემებმა მოიგერიეს. კიევში საცხოვრებელი სახლები კი განეიტრალებული დრონების ნაწილებმა დააზიანა.
