ნორა კვიციანი დაკრძალეს
ნორა კვიციანი კოდორის ხეობის მთავარანგელოზების, მიქაელისა და გაბრიელის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა , მის ხსოვნას დილიდან პატივს მიაგებდნენ მოქალაქეები. შეგახსნებთ ნორა კვიციანი წინა ხელისუფლების დროს დააკავეს - მან ციხეში 6 წელი გაატარა. ის 2006 წელს დააკავეს და სისხლის სამართლის სამი მუხლით გაასამართლეს. კვიციანი 2012 წლის ნოემბერში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაათავისუფლეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ის ყველა ეპიზოდში გაამართლა. მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ნორა კვიციანს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ბრალდება ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე წარუდგინეს.
