მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 22 დეკემებერს გაიმართება
მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვაზე უარი ეთქვა. პატიმრის ტრანსპორტირება კი მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს კლინიკა ვივამედის ექიმებმა. პენიტენციური სამსახურიდან და კლინიკიდან მიღებული წერილები მოსამართლემ პროცესზე განმარტა. სხდომა 22 დეკემბერს გადაიდო. მანამდე კი ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს კონკრეტული შუამდგომლობით მიმართა.
