არგენტინა ფინალშია
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ფინალისტი ცნობილია. ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს არგენტინისა და ხორვატიის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ. არგენტინის ნაკრებმა ლიონელ მესისა და ხულიან ალვარესის გოლებით მეტოქე 3:0 დაამარცხა, შესაბამისად, არგენტინა 18 დეკემბერს ფინალში ითამაშებს.
