ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას იცავს
ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა და მას ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ლიდერები, ასევე, ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. კანონი ფედერალურ მთავრობასა და შეერთებულ შტატებს საშუალებას მისცემს აღიაროს იმ შტატებში გაფორმებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება, სადაც ის ლეგალურია. ახალი კანონის მიღებასთან დაკავშირებით თეთრი სახლი ღამით ცისარტყელის ფერებით გაანათეს.
