დღეს დილით კიევთან ახლოს უკრაინის თავდაცვამ 10 დრონის ჩამოგდება შეძლო
საოკუპაციო ძალა უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს. დღეს დილით კიევთან ახლოს უკრაინის თავდაცვამ ათი დრონის ჩამოგდება შეძლო. განგაშის სიგნალი ჩაირთო კიევის, ჟიტომირისა და ვინიცის ოლქებში. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ისმოდა შევჩენკოს რაიონში. დეტალები ზუსტდება. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისაკენ მოუწოდებს.
