ევროპარლამენტში კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით საგანგებო დებატები მოეწყო
ევროპელი კანონმდებლები სირცხვილსა და შავ ლაქას უწოდებენ ევროპარლამენტში გამოვლენილ შემთხვევებს და რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობენ. ცნობისთვის, კორუფციის ბრალდებით დაკავებულია ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი ევა კაილი და კიდევ 5 ადამიანი. მათ ბრალად ედებათ სპარსეთის ყურის ერთ-ერთი ქვეყნის ლობირების სანაცვლოდ დიდი ოდენობით ქრთამის მიღება. დაკავებულთა ბინებიდან და ოფისებიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით ნაღდი ფული, კომპიუტერები და ტელეფონები.
