კორუფციაში მხილებული ევროდეპუტატი, ევა კაილი დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს
კორუფციაში მხილებული ევროდეპუტატი, ევა კაილი დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს. ამის მიუხედავად, ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, დღეს პოლიტიკოსს ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილება შეუჩერდა. პარალელურად, ბრიუსელის პოლიციამ გამოძიების ფარგლებში მორიგი ჩხრეკა ჩაატარა. საერთო ჯამში, სამართალდამცველებმა 19 საცხოვრებელი სახლი და ოფისი გაჩხრიკეს.
