საქართველოში ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი იმყოფება
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი იმყოფება. გენერალ დანიელ პეტრესკუს, თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელოვანი როლი და პაკეტის ინიციატივების წარმატებით განხორციელებაში რუმინეთის წვლილი. რუმინელ კოლეგას შეხვდა თავდაცვის ძალების მეთაურიც. დღესვე რუმინელი გენერალი ვაშლიჯვარში, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაშიც მივიდა. რუმინეთის გენერალური შტაბის უფროსმა, გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
