შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, ევროკავშირის მხარდაჭერით, სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, ევროკავშირის მხარდაჭერით, სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცა. საუბარია 40 სხვადასხვა სახეობის სამაშველო და სამძებრო სპეციალურ ტექნიკაზე და აღჭურვილობაზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა მეხანძრე-მაშველებს ქვეყნის მასშტაბით სამაშველო ოპერაციების ჩატარებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება. 2023 წლიდან კი ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დამატებით მხარდაჭერას გაუწევს. დაგეგმილია ინციდენტების მართვის სისტემების განვითარება,
