აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა მოქნილი და საჭიროებებზე მორგებული უნდა იყოს
აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა მოქნილი და საჭიროებებზე მორგებული უნდა იყოს. პარტნიორებთან კავშირების განმტკიცება ევროკავშირისთვის პრიორიტეტული საკითხია. საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის დახმარება აუცილებელია, გაფართოება კი, ორგანიზაციისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ბრიუსელის მინისტერიალზე დიპლომატებმა ინიციატივის მონაწილე ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ახალი პროექტებით მათ ორგანიზაციასთან დაახლოებაზე გააკეთეს აქცენტი. მინისტერიალის შემდეგ ევროიტენგრაციაზე დამატებითი განცხადებები დღესაც გაკეთდა.
