პროკურატურამ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 11 დეკემბერს, სოფელ სალიბაურში, კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა, მასზე რეგისტრირებული სანადირო თოფიდან რძალს ესროლა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიების მასალებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებული სისტემატურად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, გააჩნდა ფსიქიკური პრობლემები და მიმდინარე წლის თებერვალში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადიოდა. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შუამდგომლობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასების მიზნით დაინიშნება ექსპერტიზაც.
