სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა. გაიმართა წლის განმავლობაში სააგენტოში განხორციელებული აქტივობების, მიღწეული შედეგების და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია. ყურადღება სოციალურ მუშაობაზე, 24-საათიანი რეაგირების ინსტრუმენტზე, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ინტეგრირებული სერვისის გახსნაზე და სამომავლო გეგმებზე გამახვილდა. დასრულდა ჩვილ ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი და იქმნება ოჯახის გარემოზე და თემზე დაფუძნებული ალტერნატიული ზრუნვის მომსახურეობები. შეხვედრაზე სააგენტოს დირექტორმა, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო სერვისების განვითარებაზეც ისაუბრა.
