საგარეო ვაჭრობა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 32 მთელი 2 მეათედი პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი ხუთ მილიონ დოლარზე მეტი იყო, ხოლო იმპროტი 12 მილიონ დოლარამდე. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვარ-ნოემბერში დაახლოებით შვიდი მილიონი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40 მთელი 8 მეათედი პროცენტი შეადგინა.
