სააკაშვილის მდგომარეობა კუჭის რეზექციის შემდეგ
მიხეილ სააკაშვილს, ელექტროსიგარეტის მოხმარება შეეზღუდა. როგორც იუსტიციის სამინისტროში თქვეს, მსჯავრდებული დიდი რაოდენობით ელექტრო სიგარეტს იღებდა, რაც გახდა შეზღუდვის საფუძველი. გადაწყვეტილება სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალ ექიმთა ჯგუფმა და პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამისმა დანაყოფმა მიიღეს. დღეს აქტუალუარია მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული ოპერაციაც, მსჯავრდებულის ერთ ერთმა ადვოკატმა გუშინ დაადასტურა რომ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლამდე კუჭის რეზექცია გაიკეთა, თუმცა დღეს ოპერაციის თარიღზე განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს მიხეილ სააკაშვილის სხვა ადვოკატი

სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები