საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია განიხილეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე
საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია განიხილეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე. კონცეფციის შემუშავების პროცესში გათვალისწინებულია საფრანგეთისა და შვეიცარიიის მაღალმთიან რეგიონებში საძოვრების მართვის არსებული მიდგომები. კონცეფციის საფუძველზე მოხდება საძოვრების კლასიფიკაცია და განისაზღვრება მათი განკარგვის ზოგადი პრინციპები.
