ეკონომიკის მინისტრმა „ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა „ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ფორუმზე განიხილეს საქართველოს ახალი შესაძლებლობები, შუა დერეფნის უპირატესების კუთხით, ასევე საქართველოს ახალი როლი ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირების მიმართულებით. დისკუსია საქართველოს ბანკისა და ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა და მას ბიზნეს სექტორის, ანალიტიკური და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
