ევროკავშირმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიმართ ერთგულება დაადასტურა
ევროკავშირმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიმართ ერთგულება დაადასტურა და მზადაა, ის უფრო მოქნილი და პარტნიორების საჭიროებებზე მორგებული გახადოს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ერთმანეთს უნდა ავსებდეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობა და ევროკავშირის გაფართოების პროცესი. ოფიციალური განცხადების მიხედვით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ევროკავშირი გააგრძელებს იმ აღმოსავლეთ პარტნიორების მხარდაჭერას, რომლებსაც სურთ სხვადასხვა სახის თანამშრომლობა და ჩართულობა, მათ შორის კიბერ, ჰიბრიდულ და სხვა არასამხედრო საშუალებების მიწოდებით, რეგიონში მათი ხსტაბილურობის განსამტკიცებლად. განცხადება ბრიუსელში, გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის შემდეგ გამოქვეყნდა.
