სახალხო დამცველის არჩევის პროცესი
ომბუდსმენის შერჩევის პროცესში მმართველი პარტია თავის სიტყვას ხვალ იტყვის. „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ოპონენტებთან კონსულტაციას და შემდეგ გადაწყვეტილების გასაჯაროვებას აანონსებს, მამუკა მდინარაძე იმედს იტოვებს, რომ კონსენსუსი შედგება. მმართველმა გუდმა კანდიდატურა არ დააყენა, პროცესი სრულად ოპოზიციას მიანდო. ახალი ომბუდსმენი პარლამენტმა წლის ბოლომდე, 90 ხმით უნდა აირჩიოს.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
