თავდაცვის სამინისტრო მასშტაბურ რეფორმას იწყებს
საქართველო ახალ და უფრო ძლიერ რეზერვს ქმნის. ეს კომპლექსური რეფორმის ნაწილია. თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ კანონი სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდების გზებს აღარ დატოვებს. კონსტიტუციურ ვალდებულებას საქართველოს მოქალაქე ვეღარც ე.წ. რელიგიური ორგანიზაციის წევრობით დააღწევს თავს. სიახლეების ფონზე უცვლელია უწყებისა და მთავრობის პრიორიტეტი ჯარზე ზრუნვა, რაც სამხედრო პირის ღირსეული პირობებით და სერვისით უზრუნველყოფას გულისხმობს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
