ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანადაფინანსებით აშენდება
ანაკლიას პორტი მაინც ექნება. მთავრობის გადაწყვეტილებით, პროექტი შედგება და თან ისე, რომ სახელმწიფო საკონტროლო პაკეტის მფლობელი იქნება. ინვესტორის მოსაზიდად კი უახლოეს მომავალში ტენდერი გამოცხადდება. ღრმაწყლოვანი პორტის იდეა მას შემდეგ ჩავარდა, რაც ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვალდებულება ვერ შეასრულა. ახლა ინიციატივას სახელმწიფო უზრუნველყოფს. პარალელურად, პრემიერი ფოთისა და ბათუმის პორტების განვითარებასაც აანონსებს.

სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები