გიორგი გამსახურდია ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი გიორგი გამსახურდია ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება, უფრო ზუსტად კი ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის განცხადებებს აკრიტიკებს. როგორც გიორგი გამსახურდია ტვიტერში წერს, ციტატა: „გაქნილმა შულერმა ხაზარაძემ და მისმა ამფსონმა ჯაფარიძემ, პრემიერის დაანონსებულ ანაკლიის პროექტს სიცრუე უწოდეს. სიცრუე იყო ის, ბატონებო, რასაც თქვენი ჯიბის გასასქელებლად აკეთებდით, მაშინ როდესაც ვითომ პორტის აშენება ქვეყნისათვის გინდოდათ, თქვენს მაშინდელ მოკავშირეებთან ერთად პოლიტიკაში“ - წერს გამსახურდია.