რადიკალების მიზნები და ეკონომიკური ზრდა - პრემიერის განცხადება
ომის პარტიას უნდოდა მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის დანგრევა, პოლიგონად გადაქცევა და სანაცვლოდ მიიღეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველა მიმართულებით სერიოზული პროგრესია და ამ ტემპს შენარჩუნება სჭირდება. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე მინისტრებს მიმართა და უთხრა, რომ ახალი წლიდან მეტად აქტიური მუშაობაა საჭირო. „მინისტრები ყველა მოტივირებული ვართ, რომ ყველა პროექტი შესრულდეს. ჩვენი დაპირება შესრულდეს და იმაზე მეტი გავაკეთოთ, ვიდრე დავპირდით ჩვენ ხალხს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
