"გირჩი" სამხედრო სამსახურისგან ადამიანებს ვერ დაიხსნის
პარტია "გირჩის" მიერ შექმნილი რელიგიური ორგანიზაცია, "ბიბლიური თავისუფლება" სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან ადამიანებს ვეღარ დაიხსნის - ამის შესახებ პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავრობამ კონსულტაცია საპატრიარქოსთანაც გაიარა და იგი კანონში შესაბამისი ჩანაწერით მოგვარდება.
