სავალდებულო სამხედრო სამსახური
სავალდებულო სამხედრო სამსახურის პრინციპი გადაიხედა, გატარდება რეფორმა და ყველა პირი გაივლის სავალდებულო-სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აქამდე სისტემა არ იყო ისეთი ეფექტიანი, ისეთი, როგორიც საჭიროა. პროგრამა იქნება ექვს, რვა და 11-თვიანი, ყველაზე მცირე კი - ექვსთვიანი პროგრამა, ეს იქნება ინტენსიური სამხედრო მომზადება.
