პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში “ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორის ლევან მახაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
“ევროკავშირის ინსტიტუტები” ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ევროკავშირის ყველა ძირითადი ინსტიტუტის ჩამოყალიბების ისტორიას, ფუნქციებს და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებს გაგვაცნობს. წიგნი ეყრდნობა, როგორც თანამედროვე აკადემიურ და ოფიციალურ წყაროებს, ისე ავტორის პირად პროფესიულ გამოცდილებას.
