მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა
სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია. პროექტის ფარგლებში, ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩამდე, ასევე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ და ვერის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე განახლდა მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციები, მოეწყო ახალი სანიაღვრე და გარე განათების ქსელები, დამონტაჟდა თანამედროვე ლედსანათები და მიწისქვეშა ურნები. განახლებული გამზირი დღეს დედაქალაქის მერმა დაათვალიერა.
