იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების მოსმენა
პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების მოსმენა დილიდან განახლდა. ანა აბაშიძემ, თამარ მახარობლიძემ და როინ მიგრიაულმა კანონმდებლებს უკვე გააცნეს თავიანთი ხედვა, თუ როგორ ესახებათ საბჭოში მუშაობა იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის ნდობას მოიპოვებენ.
