აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოს და ევროკავშირს შორის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტს დააფინანსებს
ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის განცხადებაში. ევროკომისარი სოციალურ ქსელში წერს, რომ ელექტროკაბელი საქართველოს და მთელ სამხრეთ კავკასიას რუმინეთთან დააკავშირებს, რაც ევროპაში მწვანე ენერგიის ექსპორტს უზრუნველყოფს და ორმხრივ მედეგობას გააძლიერებს. ვარჰეი აღნიშნავს იმასაც, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო გეგმა ასევე მოიცავს სატრანსპორტო პროექტებს და სავაჭრო მარშრუტების გაძლიერებას. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტის დაფინანსებას დადებითად აფასებენ თბილისში
