ჩრდილოეთ კოსოვოში საპროტესტო აქციის მონაწილე ეთნიკურმა სერბებმა და კოსოვოს პოლიციამ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს
საპროტესტო აქციები შაბათს ყოფილი პოლიციელის დაკავებამ გამოიწვია. ის გასულ თვეში სერბების მასობრივი გადადგომის პროტესტს შეუერთდა, მას შემდეგ, რაც პრიშტინამ 1998-99 წლებამდე დათარიღებული სერბული სანომრე ნიშნების გაუქმება მოითხოვა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირის მისიის საპატრულო ავტომობილს ხმოვან-მანათობელი ყუმბარა ესროლეს.
