ვითარება უკრაინაში
უკრაინის თავდაცვითი ძალები ოკუპანტების წინააღმდეგ კონტრშეტევით ოპერაციას ააქტიურებენ. ომის პირობებში უკრაინის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ენერგეტიკაა. რუსული იერიშების გამო, ქვეყნის ენერგოინფრასტრუქტურის 50% განადგურებულია. უკრაინას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის აღდგენასა და აგრესორის მოგერიებაში დახმარების გაგრძელებას დასავლეთი ჰპირდება. ამ მიმართულებით სიახლეს კიევი დიდი შვიდეულის სამიტისგან ელოდება, რომელიც დღეს ონლაინ რეჟიმში გაიმართება.
