სანდრო მრევლიშვილის მუნიციპალურმა თეატრმა თბილისის ძალადობის მსხვერპლთა დაწესებულების ბენეფიციარებს უმასპინძლა
კამპანიის „არა ქალზე ძალადობას“ ფარგლებში, სანდრო მრევლიშვილის მუნიციპალურმა თეატრმა თბილისის ძალადობის მსხვერპლთა დაწესებულების ბენეფიციარებს უმასპინძლა და სპექტაკლი „ცილინდრი“ წარმოადგინა. 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალურ თეატრებში, სპექტაკლის დაწყებამდე მაყურებელს ძალადობის საკითხებზე სახელმწიფო სერვისისა და საკონსულტაციო ცხელი ხაზის შესახებ მიეწოდებოდა ინფორმაცია.
