პენიტენციურ კოდექსში შესატან ცვლილებებს დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ
პაკეტი განსაზღვრავს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას. ცვლილებების მიხედვით, 2025 წლის პირველი იანვრიდან ბრალდებულს შესაძლებლობა ექნება, ხანგრძლივი პაემნის უფლებით ისარგებლოს პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში ერთხელ. კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ ყველა სახის პაემნით სარგებლობა შესაძლებელი იქნება საფასურის გადაუხდელად. ასევე, განსაზღვულია სატელეფონო საუბრების რაოდენობის და ხანგრძლივობის გაზრდა.
