შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი
აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოს და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტს დააფინანსებს. ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის განცხადებაში.
