ილია დარჩიაშვილის ვიზიტი ბრიუსელში
ევროპის პოლიტიკურ ცენტრში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ხუთი ქვეყნის დიპლომატებს შეხვდებიან. სხდომას უხელმძღვანელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი. რუსული აგრესიის გავლენა, უსაფრთხოების გამოწვევები, იმ ქვეყნების მხარდაჭერისა და დახმარების გზები, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა სურთ, რეფორმების დღის წესრიგი და რეგიონში არსებული ვითარება - განხილვის მთავარი თემები იქნება ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე.
